ჩვენს მიერ საგადასახადო სფეროში განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლას, ადაპტაციას და დანერგვას საქართველოში, ასევე მეწარმეების და ასოციაციების უნარების განვითარებას საგადასახადო პოლიტიკის და ადმინისტრირების ადვოკატირების საკითხებში.
ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერმა შეისწავლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილება საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების შესახებ და შეიმუშავა რეფორმების საგზაო რუკა საქართველოსათვის. ორგანიზაციამ ასევე ხელი შეუწყო ბიზნეს ასოციაციების და მცირე და საშუალო საწარმოების უნარების გაყმჯობესებას საგადასახადო კოდექსის ადვოკატირების საკითხებზე.