ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოების
განვითარების პოლიტიკის ფორმირებას და განხორციელებას. ამისათვის ორგანიზაცია
სწავლობს ევროკავშირის წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას და უზრუნველყოფს
დაგროვილი ცოდნის დანერგვას და ადაპტაციას საქართველოში.
ორგანიზაციამ ჩაატარა რეგიონული განვითარების სტრატეგიით გათვალისწინებული
ღონისძიებების მონიტორინგი რაჭის რეგიონში მცირე და საშუალო მეწარმოების
წახალისების მიმართულებით, შეიწავლა ადგილობრივი ბიზნეს გარემო და შეიმუშავა
რეკომენდაციები ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის.
ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერმა შეიმუშავა დაცული ტერიტორიების სააგენტოს
ბრენდის პლატფორმა და მარკეტინგული სტრატეგია, ასევე სხვადასხვა დაცული
ტერიტორიების სამოქმედო გეგმები.