რაჭის რეგიონის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზით
2020 წლის 19 ოქტომბერს, ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “რაჭის რეგიონის განვითარება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზით” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს-ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი”, ქ. ამბროლაურში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივი საჯარო ინსტიტუტების წარმომადგენლები და მეწარმეები. პროექტის გუნდმა წარადგინა კვლევის შედეგები, რომელშიც წარმოდგენილია რაჭის ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ამოცანები მცირე და საშუალო მეწარმეობის გასავითარებლად და მათი შესაბამისობა სხვა ეროვნულ სტრატეგიებთან, ცენტრალური ინსტიტუტებიდან მიღებული მონაცემების ანალიზი, კერძო სექტორის მხარდამჭერი ინსტიტუტების, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჩატარებული ინტერვიუების ანალიზი, რაჭის ბიზნეს გარემოს შეფასება მეწარმეებთან ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე, შეჯამება და რეკომენდაციები. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია ადგილობრივი მეწარმეებისათვის აქტუალურ პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე.