„ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ მუდმივად ეწევა მწვანე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საკითხების ადვოკატირებას. ორგანიზაციის დამფუძნებლის ინიციატივის შედეგად 2015 წელს დაიწყო აქტიური დისკუსია ჰიბრიდული ძრავის
მქონე ავტომანქანების იმპორტზე საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებ.
შედეგად, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა 50%-ით შეამცირა აქციზის გადასახადი
0-დან 6 წლამდე ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტზე, რამაც ხელი შეუწყო
ეკოლოგიურად უფრო სუფთა ავტომანქანების იმპორტის და მოხმარების ზრდას.