Single Blog Title

This is a single blog caption
13
აპრ

მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საგრანტო პროექტი

მიმდინარე წლის 12 აპრილიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიასთან ერთად განახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროექტს თემაზე: „ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი აქტივობების განხორციელება:
საქართველოში ბუნებრივ და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების და სხვა სახის რეგულაციების შესწავლა და შესაბამისი ანალიზი;
თემატიკის ირგვლივ სამუშაო შეხვედრების გამართვა შემოსავლების სამსახურის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, ბიზნეს ომბუდსმენის აპარატისა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან;
პროექტში ჩართული ევროპელი ექსპერტის მიერ ევროკავშირის ქვეყნებში საწარმოო და ბუნებრივ დანაკარგების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი და ქართული მხარისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ კვლევებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების შედეგად საბოლოო ანგარიშის წარდგენა ბუნებრივ და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების საკითხებზე არსებული წესებისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების შესაბამისად კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ.
პროექტის საბოლოო პრეზენტაცია დაინტერესებულ მხარეებისათვის
პროექტის განხორციელებაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემიისა და ორგანიზაცია „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერთან“ ერთად ჩართული არიან ქართველი საგადასახადო ექსპერტები – გელა მღებრიშვილი და რუსლან ახალაია, ხოლო ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ორგანიზაცია KMS – Krauß, Mäckler, Schöffel, in Zwickau
მმართველი პარტნიორი ლუტს რაიჩელტი. აღნიშნული ორგანიზაცია გერმანიაში უმსხვილესი აუდიტორული კომპანიების ათეულში შედის

You are donating to : Greennature Foundation

How much would you like to donate?
$10 $20 $30
Would you like to make regular donations? I would like to make donation(s)
How many times would you like this to recur? (including this payment) *
Name *
Last Name *
Email *
Phone
Address
Additional Note
paypalstripe
Loading...