02
ივნ
შეხვედრა ბიზნეს ასოციაციებთან და მეწარმეებთან
0 Comment
მიმდინარე წლის 25 მაისს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროექტის – „ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“ ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ბიზნეს ასოციაციებთან და საკითხით დაინტერესებულ სხვა მეწარმეებთან.
პროექტის ექსპერტებმა და მონაწილეებმა განიხილეს ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, აღნიშნულ სფეროში კომპანიების გამოცდილება და წინა წლებში საკითხის მოგვარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები. მხარეებმა იმსჯელეს პრობლემის გადაჭრის მიზნით სამომავლოდ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ როგორც საკანონმდებლო, ასევე ადმინისტრაციული კუთხით.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G), ბიზნესომბუდსმენის აპარატის, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის, ასოციაცია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის, შპს “ხიბლის” და „შპს აუდიტ+2010“ წარმომადგენლებმა.
მონაწილეებმა გამოხატეს მზადყოფნა ასოციაციების სახელით ჩაერთონ პროექტის სამომავლო აქტივობებში.
შეხვედრებში მონაწილე კომპანიების შენიშვნები და რეკომენდაციები აისახება პროექტის საბოლოო ანგარიშში.