08
სექ
კერძო და საჯარო სექტორის დიალოგი
0 Comment
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროექტის „ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“ ფარგლებში კერძო და საჯარო სექტორს შორის დიალოგი გაიმართა.
დიალოგის ფორმატში სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ევროკავშირის ქვეყნების, კერძოდ კი გერმანიის, ავსტრიისა და პოლონეთის საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგის საგადასახადო აღრიცხვის პრაქტიკა და იმსჯელეს იმ მიდგომებზე და მეთოდებზე, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნას დანაკარგების აღრიცხვასთან დაკავშირებით რეფორმების გზამკვლევის შემუშავებისთვის.
შეხვედრამ ჩაიარა დანაკარგების რეგულირების არსებული სისტემისა და ფუნდამენტური მიდგომების რეფორმირების გამოხატული მისწრაფების ფონზე. აღინიშნა, რომ რეფორმები ხელს შეუწყობს როგორც სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრირების პროცესს, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებას.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნეს ომბუდსმენის ოფისის, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა.
პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია.