ჩვენს შესახებ

ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ 2013 წელს შეიქმნა. ორგანიზაციის  მისიას წარმოადგენს საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. 

ორგანიზაციას აქვს შემდეგი მიზნები:

  • ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი საქართველოში
  • ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების საქართველოში დანერგვის ხელშეწყობა
  • ევროკავშირის ახალი წევრი ქვეყნების სახელმწიფო ინსტიტუტების გამოცდილების შესწავლა ევრო ინტეგრაციამდე და მის შემდეგ და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებთან მათი პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა
  • განვითარების კონკრეტულ ეტაპზე ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოებისათვის საჭირო კანონმდებლობის დახვეწის მიზნით არსებული გამოცდილების ანალიზი და განზოგადება 
  • საქართველოს კერძო სექტორისათვის მხარდამჭერი ღონისძიებების შემუშავების კუთხით ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისათვის და ადაპტაციისათვის ხელშეწყობა
  • ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა ევროკავშირის სავაჭრო რეგულაციების შესახებ ქართველი მეწარმეების ცოდნის ამაღლების გზით
  • ცოდნისა და გამოცდილების ტრანსფერი და ადაპტაცია სხვა პრიორიტეტულ სფეროებში
  • საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციისაკენ მიმართული რეფორმების ხელშეწყობა და შესაბამის ინიციატივებში მონაწილეობის მიღება
  • თანამშრომლობა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტებთან
  • სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტების საკონსულტაციო ორგანოების საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
  • საჯარო, კერძო სექტორების და მოსახლეობის  ინფორმირება ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების შესახებ

  • საქართველოს ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში
    ინტეგრაციისაკენ მიმართული რეფორმების ხელშეწყობა და შესაბამის ინიციატივებში
    მონაწილეობის მიღება

  • თანამშრომლობა ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი მმართველობის
    ინსტიტუტებთან

  • სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტების საკონსულტაციო ორგანოების
    საქმიანობაში მონაწილეობის მიღება
  •  საჯარო, კერძო სექტორების და მოსახლეობის ინფორმირება ევროკავშირის და
    მისი წევრი ქვეყნების შესახებ

  • „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ მუდმივად ეწევა მწვანე ეკონომიკის და
    მდგრადი განვითარების საკითხების ადვოკატირებას. ორგანიზაციის
    დამფუძნებლის ინიციატივის შედეგად 2015 წელს დაიწყო აქტიური დისკუსია
    ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომანქანების იმპორტზე საგადასახადო
    შეღავათების დაწესების შესახებ. შედეგად, 2016 წელს საქართველოს
    პარლამენტმა 50%-ით შეამცირა აქციზის გადასახადი 0-დან 6 წლამდე
    ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტზე, რამაც ხელი შეუწყო ეკოლოგიურად
    უფრო სუფთა ავტომანქანების იმპორტის და მოხმარების ზრდას.

ჩვენი გუნდი

მიხეილ სხიერელი
დამფუძნებელი

მიხეილ სხიერელი არის ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერის დამფუძნებელი და 2019 წლიდან საქმიანობს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე

You are donating to : Greennature Foundation

How much would you like to donate?
$10 $20 $30
Would you like to make regular donations? I would like to make donation(s)
How many times would you like this to recur? (including this payment) *
Name *
Last Name *
Email *
Phone
Address
Additional Note
paypalstripe
Loading...