25
აგვ
შეხვედრა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან
0 Comment
მიმდინარე წლის 25 აგვისტოს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) საგრანტო პროექტის „ევროკავშირის ქვეყნებში არსებული პრაქტიკისა და პროცედურების შესწავლა საგადასახადო ბაზიდან გამოქვითვის მიზნით ბუნებრივი და საწარმოო დანაკარგების გამოანგარიშების ნორმების შესახებ“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვახტანგ ლაშქარაძე და მამუკა ტერაშვილი, ასევე სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.
სამუშაო შეხვედრის დროს მონაწილეებმა მიმოიხილეს პროექტის მიზნებისათვის შერჩეული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საწარმოო და ბუნებრივი დანაკარგების საგადასახადო აღრიცხვის გამოცდილება და იმსჯელეს იმ მიდგომებზე და პრაქტიკებზე, რაც შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს ქართული საგადასახადო სისტემისათვის.
პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი“ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია.