Single Blog Title

This is a single blog caption
10
ივლ

პროექტის – “ბიზნეს ასოციაციების და მცირე და საშუალო საწარმოების უნარების განვითარება საგადასახადო კოდექსის ადვოკატირების საკითხებში” პრეზენტაცია

2015 წლის 10 ივლისს გაიმართა პროექტის – “ბიზნეს ასოციაციების და მცირე და საშუალო საწარმოების უნარების განვითარება საგადასახადო კოდექსის ადვოკატირების საკითხებში” პრეზენტაცია და მასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შემოსავლების სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ქალაქ თბილისის მერიის, ააიპ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის, მცირე და საშუალო მეწარმეთა ასოციაციის, საქართველოს ქალთა ბიზნეს ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი ორგანიზაციებისა და USAID Governing for Growth (G4G) პროექტის წარმოამადგენლებმა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა აკადემიის მიერ შემუშავებული ელექტრონული კითხვარი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს მცირე და საშუალო საწარმოებისა და ბიზნეს-ასოციაციების წინაშე არსებული სირთულეების, პრობლემების და საჭიროებების იდენტიფიცირება და ანალიზი საგადასახდო ადვოკატირების კუთხით.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტში მონაწილე სამიზნე ჯგუფების შერჩევის კრიტერიუმებზე, რის მიხედვითაც განხორციელდება პოტენციური მონაწილეების ინფორმირება და პროექტის ბენეფიციარების შერჩევა.
საგრანტო პროექტს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაცია “ცოდნის და გამოცდილების ტრანსფერი” და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის აკადემია.

You are donating to : Greennature Foundation

How much would you like to donate?
$10 $20 $30
Would you like to make regular donations? I would like to make donation(s)
How many times would you like this to recur? (including this payment) *
Name *
Last Name *
Email *
Phone
Address
Additional Note
paypalstripe
Loading...